ჩემი დაპირება იყო, რომ ახალ მთავარ პროკურორს ჩავაბარებდი გაცილებით დამოუკიდებელ პროკურატურას, ამ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებ

ჩემი დაპირება იყო, რომ ახალ მთავარ პროკურორს ჩავაბარებდი გაცილებით დამოუკიდებელ პროკურატურას, ამ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებ

საქართველოს მთვარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მიიჩნევს, რომ უწყების გაუმჭვირვალობაზე შეფასებები არასწორია.

როგორც შოთაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობს არც ერთი კითხვა, რომელზეც პრკურატურის მხრიდან პასუხი არ არის გაცემული.

„ვფიქრობ, რომ არასწორია შეფასება უწყების გაუმჭვირვალობაზე.  ამაზე მეტყველებს თუნდაც დღევანდელი დღე, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურორი დამოუკოდებელი ორგანოს, საპროკურორო საბჭოს წინაშე და წარსდგება დეტალური ანგარიშით. შემდგომ ეს  ანგარიში გამოქვეყნდება და სრულად ხელმისაწვდომი იქნება.  თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის რაოდენობას, ფაქტობრივად არც ერთი კითხვა არ არარსებობს, რაზეც პრკურატურის მხრიდან პასუხი არ არის გაცემული.

რაც შეეხება ჩემს ერთწლიან საქმიანობას, ჩემი მხრიდან ჩემი საქმიანობის შეფასებას გვერდს ავუვლი,ეს არის საზოგადოების შესაფასებელი.  ერთი შემიძლია, ვთქვა - ჩემი პირველი დაპირება იყო,  რომ ექვსი წლის შემდეგ ახალ მთავარ პროკურორს ჩავაბარებდი გაცილებით დამოუკიდებელ, განვითარებულ და კანონის უზენაესობისკენ მიმართულ პროკურატურას. ამ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებ და თქვენ დარწმუნდებით ამაში“,-აღნიშნა შოთაძემ.