არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებზე და არასრულწლოვან ბრალდებულებზე ჩვენი პოლიტიკა არ არის მათი დასჯა, არამედ ჩვენი პოლიტიკა არის მათი საზოგადოებაში დაბრუნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგი ტენდენციები არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით.
„ჩვენი პოლიტიკა არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებზე მიმართულია არასრულწლოვნების რესოციალიზაციის და გამოსწორების მიმართულებით. არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებზე და არასრულწლოვან ბრალდებულებზე ჩვენი პოლიტიკა არ არის მათი დასჯა, არამედ ჩვენი პოლიტიკა არის მათი საზოგადოებაში დაბრუნება, შესაბამის სტატისტიკაშიც გამოისახება ეს. ეს სტატისტიკა ვრცლად არის მოცემული ჩემს ანგარიშში და მას შემდეგ რაც დასრულდება საპროკურორო საბჭოს შეხვედრა, სტატისტიკა გამოქვეყნდება ისეთი ფორმით, როგორც მე წარვუდგენ საპროკურორო საბჭოს”, - განაცხადა შოთაძემ.