საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.

განახლებული სამთავრობო გუნდი, გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას  ნდობა 26 ნოემბერს, რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადა.

საქართველოს ახალი მთვარობის შემადგენლობა ასეთია:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე; 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი;

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი;

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი;