ირაკლი შოთაძე - წინა წლებთან შედარებით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ეფექტურია

ირაკლი შოთაძე - წინა წლებთან შედარებით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ეფექტურია

წინა წლებთან შედარებით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა გაცილებით ეფექტურია, - ამის შესახებ მთავარმა პროკურომა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. 
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ეფექტურია პროკურატურა ტრანსგენდერთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების აღმოფხვრისთვის, შოთაძემ უპასუხა, რომ მის წლიურ ანგარიშში ერთ-ერთ თავად სწორედ სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულების მიმართ პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზეა საუბარი. 
„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. მოხდა პროკურორების გადამზადება ამ მიმართულებით, რათა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება აღნიშნული დანაშაულების მიმართ იყოს ეფექტური. გამოცემული გვაქვს შესაბამისი რეკომედაციაც. ანგარიშში მოცემულია სტატისტიკა და იქ ნახავთ, რომ წინა წლებთან შედარებით მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა გაცილებით ეფექტურია“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 
ამ წუთებში მთავრი პროკურორი საპროკურორო საბჭოს საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს აცნობს.