საფრანგეთში მემარჯვენეებისა და ცენტრისტების პრაიმერიზის მეორე ტურში ფრანსუა ფიიონმა გაიმარჯვა

საფრანგეთში მემარჯვენეებისა და ცენტრისტების პრაიმერიზის მეორე ტურში ფრანსუა ფიიონმა გაიმარჯვა

საფრანგეთში გუშინ გამართულ მემარჯვენეებისა და ცენტრისტების პრაიმერიზის მეორე ტურში გამარჯვება ფრანსუა ფიიონმა მოიპოვა, - წერს ფრანგული Le Figaro. 

ფრანსუა ფიიონი 10.000 საარჩევნო უბნის შედეგების დათვლის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 66.5% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე ალენ ჟუპემ - 33.5%.

გამარჯვებიდან რამდენიმე საათში მემარჯვენეებისა და ცენტრისტების საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა სოციალურ ქსელში „ტვიტერი“ მადლობა გადაუხადა „იმ ათასობით ფრანგს, რომლებსაც ის შეხვდა და რომლებმაც მას თავიანთი იდეები და იმედები გადასდეს“. 

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 27 აპრილს ჩატარდება.