თსუ-ის რექტორი და „აუდიტორია 115“-ის წევრები დღეს პარლამენტის განათლების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან

თსუ-ის რექტორი და „აუდიტორია 115“-ის წევრები დღეს პარლამენტის განათლების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან

„აუდიტორია 115“-ის წევრები, თსუ-ს რექტორთან ერთად, დღეს პარლამენტის განათლების საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს შეხვდებიან. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, პარლამენტის განათლების კომიტეტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შეხვდრის მზადყოფნა თავად გამოთქვა. შარვაშიძის თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და ყველა ერთად შეძლებენ მიიღონ სასურველი გადაწყვეტილებები. 
რაც შეეხება „აუდიტორია 115“-ის წევრების მიერ მე-6 კორპუსის პიკეტირებას, შარვაშიძემ აღნიშნა, რომ სტუდენტებს ლექციები სხვა კორპუსებში ჩაუტარდებათ და არც ერთი მათგანი ლექციის გარეშე არ დარჩება. „დეკანატი უკვე ზრუნავს ამაზე, როგორ გადანაწილდეს ლექციები“, - განაცხადა შარვაშიძემ.