ქალაქ დნეპრის მერი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს

ქალაქ დნეპრის მერი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს

დნეპრის მერი ბორის ფილატოვი უკრაინიდან ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას მოითხოვს.

ბორის ფილატოვს მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს კიევში გამართულ მიტინგზე ნათქვამი სიტყვები არ მოეწონა. კერძოდ ის, რომ ექსგუბერნატორი ქვეყნის დეცენტრალიზაციის წინააღმდეგია. სააკაშვილი ფიქრობს, რომ დეცენტრალიზაცია - ეს არის გზა, რომელიც უკრაინას მექრთამეობამდე მიიყვანს.

ფილატოვი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ თუკი სააკაშვილი მართლაც ასეთებს საუბრობს, თავადაც ჩაეწერება მათ რიცხვში, ვინც სააკაშვილის ექსტრადირების მომხრეა. პოსტის ბოლოს, დნეპრის მერი სააკაშვილის ნარკოტიკებზე შემოწმებას ითხოვს.