ილია მეორე:   რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს საქართველოში დაბრუნება უნდა

ილია მეორე: რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს საქართველოში დაბრუნება უნდა

რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს საქართველოში დაბრუნება უნდა, - ამის შესახებ დღვანდელი ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვიდან მშვიდობიანად დაბრუნდა. ”თქვენი ლოცვით მშვიდობით დავბრუნდით მოსკოვიდან. დიდი მოკითხვა გადმოგვცეს ქართველებმა. ბევრი ქართველია რუსეთში, თითქმის ერთი მილიონი, თუმცა ყველას უნდა საქართველოში დაბრუნება”, - ბრძანა პატრიარქმა.