სოზარ სუბარი - დიდი პატივია და პასუხისმგებლობა იყო საქართველოს მთავრობის წევრი

სოზარ სუბარი - დიდი პატივია და პასუხისმგებლობა იყო საქართველოს მთავრობის წევრი

დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც იყო საქართველოს მთავრობის წევრი და განახორციელო ის ამოცანები, რასაც ქართველი ხალხი ჩვენგან ელოდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ქუთაისში, პარლამენტში განაცხადა, სადაც პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა. 

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მომდევნო 4 წელი წინა 4 წლისგან განსხავავებული იქნება და ფოკუსი გაკეთდევა სწრაფ განვითარებაზე.

„დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც იყო საქართველოს მთავრობის წევრი და განახორციელო ის ამოცანები, რასაც ქართველი ხალხი ჩვენგან ელოდება. ამოცანები, არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ რეალურად ქვეყანა არის დასაყენებელი ფეხზე. მომდევნო ოთხი წელი წინა 4 წლისგან განსხვავებული იქნება, რადგან წინა წლებში ფოკუსი იყო სოციალური პრობლემების გადაჭრაზე, ხოლო შემდეგი 4 წელი იქნება სწრაფ განვითარებაზე, რათა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ეს არის მთავარი ამოცანა. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ეს იქნება განათლება, ქვეყნის ყველა რეგიონის ერთდროულად განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც საფუძველს შეუქმნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.