როდესაც გიორგი აბდალაძე პარლამენტის დარბაზშია,

როდესაც გიორგი აბდალაძე პარლამენტის დარბაზშია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბარი სიტყვის თავისუფლებაზე უხერხულია

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით დავა მესაკუთრეებს შორის მიმდინარეობს და ამ საქმეში სხვა არ უნდა ჩაერიოს.

როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი უხერხულია.

"ბოლო ორი დღის განმავლბაში "ნაციონალური მოძრაობის"  წევრები ძალიან ხშირად ახსენებდნენ "რუსთავი 2"-ის თემას. ეს არის დავა კერძო მესაკუთრეებს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს თუ რამდენიმეს მიაჩნდა, რომ ეს ოდესღაც მათ ეკუთვნოდათ ის, უკანონოდ წაართვეს და ახლა ისინი დაობენ. ჩვენ ვერ წავართმევთ მათ უფლებას იდავონ სასამართლოში. როდესაცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე და იღებს ფოტოებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აბდალაძეს თვალებში უყურებენ და ამ დროს ლაპარაკობენ სიტყვის თავსუფლებაზე. მინიმუმ უნდა შერცხვეთ და უხერხულად უდნა იგრძნონ თავი. ლაპარაკს არ ვუკრძალავ, მაგრამ ეს უხერხულობა რომ დავინახო მათ თვალებში ვიფიქრებ, რომ რაღაცა შეიძლება ამ ადამიანებს ეშველოთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.