საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა. დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა - 110 მომხრე, 19  - წინააღმდეგი.

საქართველოს ახალი მთვარობის შემადგენლობა ასეთია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე; 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი;

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი;

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი;