მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“: თქვენი ბეგრაუნდის მქონე ადამიანებს, ასეთი ტონით საუბრის მორალური უფლება არ აქვთ

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“: თქვენი ბეგრაუნდის მქონე ადამიანებს, ასეთი ტონით საუბრის მორალური უფლება არ აქვთ

თქვენი ბეგრაუნდის მქონე ადამიანებს ასეთი ტონით საუბრის მორალური უფლება არა აქვთ, - ამ განცხადებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მიმართა.

მდინარაძემ უმცირესობას ”ფოტოგრაფების საქმე” გაახსენა და აღნიშნა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფება გია აბდალაძე, რომლისთვისაც ბოდიში არავის მოუხდია.

”როდესაც ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგებლები ასეთი აღშფოთებით ლაპარაკობთ უსამართლობასა და უფლებების დარღვევაზე, ამ დარბაზში ერთი კაცი ზის - გია აბდალაძე. როგორც მინიმუმ მასთან ბოდიში უნდა გქონდეთ მოხდილი. ადამიანს, რომელიც ფოტოს გადაღების გამო აწამეს, ჯაშუშობა დააბრალეს და რამდენიმე თვე ციხეში გაატარებინეს, ბოდიში უნდა მოუხადოთ! ეს ვერაფერს გამოასწორებს, მაგრამ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, - მიმართა ”ნაციონალურ მოძრაობას” მამუკა მდინარეძემ.