ნიკა მელია ვიქტორ დოლიძეს:  დღეს სად ზიხართ, ბატონო ვიქტორ

ნიკა მელია ვიქტორ დოლიძეს: დღეს სად ზიხართ, ბატონო ვიქტორ

რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი, ვიქტორ დოლიძე დღეს თქვენ ყველაზე გასაკრიტიკებელი ხართ, რადგან თქვენ უღალატეთ ყოველგვარ ფასეულობებს, ყოველგვარ პრინციპებს, რაც შეიძლება ქართველ ადამიანს ჰქონდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიქტორ დოლიძემ უაღალატა თავის მეგობრებს და თანაგუნდელებს.

„თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც თვეების განმავლობაში სანამ ოპოზიციაში იყავით ამ მთავრობის შემადგენლობას, ამ შემადგენლობას ეძახდით იმას, რომ მათ დაგიჭირეს თქვენი ხუთი მეგობარი და დღეს, ვიდრე მე ვსაუბრობ და ვიდრე თქვენ მისმენთ, მაღალი ალბათობით ის ხუთი ახალგაზრდა დაკავებული ციხის საკნებიდან გვისმენენ და გვიყურებენ. უნდა გახსოვდეთ, რომ ის ხუთი ახალგაზრდა მარტო ივანიშვილის პატიმრები კი არ გახლავთ, დიახ, თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან ისინი. ეს თქვენი სიტყვებია, თქვენ ამბობდით, რომ პოლიტპატიმრები არიან  ღარიბაშვილის და ივანიშვილის. დღეს სად ზიხართ ბატონო ვიქტორ? იქ ვინც დაიჭირა ის ხუთი ადამიანი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.