თქვენც ისე აზროვნებთ, როგორც გიგა ბოკერია, რომლის გუნდმაც ბოლოს მთელი საქართველო აგენტებად გამოაცხადა

თქვენც ისე აზროვნებთ, როგორც გიგა ბოკერია, რომლის გუნდმაც ბოლოს მთელი საქართველო აგენტებად გამოაცხადა

ვიცე-სპიკერი, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი  პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს დაუპირისპირდა.

ირმა ინაშვილმა გააკრიტიკა კვირიკაშვილის პოზიცია, რომ იგი არ აპირებს სტრატეგიულ  პარტნიორობას  „პატრიოტთა ალინასთან“.

„გამოდის, რომ თქვენ პარლამენტი ვიცე-სპიკერს ბრალს მდებთ იმაში, რომ მე ქვეყნის საწინააღდემგო კურსს ვუჭერ მხარს. წარმოადგინეთ ერთი წინადადება მიანც, სადც ჩანს, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას. თქვენ, ბატონო გიორგი, არ უნდა აკეთებთ ასეთ განცხადებებს. მე კი არ გთხვთ, მოვითხოვ, წარმოადგინოთ ერთი ციტატა მაინც ამის დამადსტურებული. რატომ ფიქრობთ, რომ მარტო თქვენ გინდათ თქვენი შივლებისთვის დასავლური ღირებულებები და ირმა ინაშვილს არ უნდა.  თქვენც ისე აზროვნებთ, როგორც გიგა ბოკერია, რომლის გუნდმაც ბოლოს მთელი საქართველო აგენტებად გამოაცხადა.  მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც შეაღო ნატო-ს კარი. მე არ ვიცი, სად იყავით თქვენ, როდესაც მე ჭუბერის გზაზე მოვდიოდი, სხვათა შორის გიგა ბოკერიაც მოდიოდა იმ გზაზე, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას. თქვენ თქვით, რომ არ იქნებით „ალიანსის“ სტრატეგიული პარტნიორი.  მე გთხოვეთ თქვენ, რომ იყოთ ჩვენი პარტნიორი? აგერ არიან თქვენი პარტნიორები გიგა ბიკერია და დავით ბაქრაძე“,- მიმართა გორგი კვირიკაშვილს ირმა ინაშვილმა და განახცადა,  რომ მისი ფრაქცია მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

ირამ ინაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ,  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს.