მივიღე სხვადასხვა სატელეფონო ზარები, სადაც გიორგი კანდელაკის განცხადება ქვეყნის შეურაცხყოფად არის შეფასებული

მივიღე სხვადასხვა სატელეფონო ზარები, სადაც გიორგი კანდელაკის განცხადება ქვეყნის შეურაცხყოფად არის შეფასებული

მივიღე სხვადასხვა სატელეფონო ზარები, სადაც გიორგი კანდელაკის განცხადება ქვეყნის შეურაცხყოფად არის შეფასებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ვარ ადამიანი, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდშიც, როგორც კანდიდატმა და შემდგომ კომიტეტში მუშაობისას არაერთხელ დავადასტურე ჩემი კონსტრუქციული განწყობა ჩემი ოპონენტების მიმართ. მინდა, გულწრფელად ვთქვა ერთი რამ, რომ ალბათ კარგია აქ რომ არ ბრძანდება ჩემი გამოსვლის ადრესატი, ეს უფრო შემზღუდავს, რადგან არ მჩვევია იმ ადამიანებზე საუბარი, ვინც არ ბრძანდებიან დარბაზში.  როგორც არა დეპუტატს, არამედ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნის კონსულს, რომელიც 3 წელიწადია ვმუშაობ და ვასრულებ ამ მოვალეობას და კიდევ 6 წლით მონდობილი მაქვს ამ უფლებამოვალეობის განხორციელება. ვწუხვარ, რომ მივიღე სხვადასხვა სატელეფონო ზარები, სადაც გულწრფელად იყო ხაზგასმული შეშფოთება, როდესაც ეს ქმედება იყო შეფასებული არა ერთი ადამიანის შეურაცხყოფად, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფად“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, შეურაცხყოფა მოხდა არა ერთი ადამიანებისგან, არამედ თავისუფალი სამყაროს სახელით.

„მინდა გითხრათ, რომ ეს სამწუხარო ფაქტია და მიუხედავად ყველაფერისა, მე მაინც ვიტოვებ იმედს იმისასა, რომ ამ ადამიანის გუნდშიც არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულად უდგებიან ასეთი ტიპის გამონათქვამებს და მომავალში ჩვენ დავდგებით არა პარტიულ არამედ ქვეყნის სადარაჯოზე“, - განაცხადა ოდიშარიამ.