მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში პირველ B2B ფორუმს უმასპინძლებს

მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პირველ B2B ფორუმს უმასპინძლებს

2016 წლის 28 ნოემბერს, 10:00 სთ-ზე სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“, მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  B2B ფორუმს გამართავს.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საწარმოების წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან საკუთარი პროდუქცია და შესაძლებლობები გააცნონ დაინტერესებულ მხარეებს, დაამყარონ ბიზნეს კონტაქტები როგორც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებთან, ასევე საქართველოს ბაზარზე მოღვაწე სხვადასხვა  კომპანიის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში B2B ფორუმი უმასპინძლებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 200-მდე კომპანიას, რომლებიც სხვადასხვა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო, ასევე სავაჭრო სექტორებში მოღვაწეობენ.

ღონისძიება ორშაბათს,  10:00 სთ-ზე დაიწყება, სადაც აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შედეგებს, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს, ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმებს, შესაძლებლობებს DCFTA-ის ფარგლებში თუ  სხვა იმ მექანიზმებს, რაც ხელშემწყობი იქნება ბიზნესის განვითარებისა და გაფართოებისათვის. ხოლო 12:00 სთ-დან მონაწილეები გამართავენ 15 წუთიან (B2B) ინდივიდუალურ შეხვედრებს მათთვის საინტერესო პროდუქციის მწარმოებლებთან. ფორუმის მსვლელობისას ჯამში 350-ზე მეტი შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: https://www.b2match.eu/ProduceinGeorgia ან დაგვიკავშირდეთ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვის ცენტრის ნომრებზე: 2 991 128 / 2 991 044