„რაც შეეხება შემოვლითი რკინიგზის საკითხს, ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ეს პროექტი. ვიცით, რომ საქართველოს რკინიგზას სპეციალურად ამ თემის შესწავლისთვის ჰყავდა დაქირავებული ორგანიზაცია, რომელმაც, როგორც ვიცით, დაასრულა მუშაობა და მოხდა პროექტის მოდერნიზირება, რათა ის უფრო რეალურად შეესაბამებოდეს საქართველოს რკინიგზის და ქართული ტრანზიტის მოთხოვნილებებს. ჩვენ ვფიქრობთ, არსებობს ასეთი ოფციაც, რომ ეს პროექტი განახლდეს. გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“ – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე.