საქართველოს პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
პარლამენტის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა.
დეპუტატებს სიტყვით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მიმართავს.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა "ქართულ ოცნებას" და მოგვანიჭა მანდატი, რათა მომავალი 4 წლის განმავლბაში მნიშვნელოვნად უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი მოსახლეობის ყოფა. დიდი იმედი მაქვს, რომ კონსოლიდაციით მივიღებთ პარლამენტის მანდატს, დავიხარჯებით ყველა მაქსიმალურად, რათა ეს დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა გავართლოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.