გია ხუხაშვილი ალექსანდრე ჯეჯელავაზე - „ორიფლეიმის“ მარკეტერები რომ არიან მათი რიტორიკით მეტყველებს განათლების მინისტრი

გია ხუხაშვილი ალექსანდრე ჯეჯელავაზე - „ორიფლეიმის“ მარკეტერები რომ არიან მათი რიტორიკით მეტყველებს განათლების მინისტრი

ალექსანდრე ჯეჯელავა „ორიფლეიმის“ ქსელური მარკეტერის რიტორიკით მეტყველებს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ჯეჯელავა განათლების გარდა ყველაფერზე ლაპარაკობს.
„ადამიანი არის იაფფასიან ეპატაჟზე ორიენტირებული. ქსელური მარკეტერები რომ არიან, აი, „ორიფლეიმის“, ოჯახში რომ აკაკუნებენ, მათი რიტორიკით მეტყველებს განათლების მინისტრი საქართველოში, სამარცხვინო მინისტრია. წარმოდგენა არა აქვს, რა არის განათლება. განათლების გარდა ყველაფერზე ლაპარაკობს. ამას აკეთებს იმ ფორმით, რომ რაღაც ადამიანებს მოეწონოთ მისი ფსევდოორიგინალური აზროვნება. საკუთრივ განათლების რეფორმაზე რატომ არ გველაპარაკება? იმიტომ რომ არ იცის და ლაპარაკობს ჩანთაზე, კომბლეზე, რაზეც ჩვენ სამზარეულოში ვილაპარაკებთ. განათლების მინისტრი ხარ შე კაი ადამიანო, ვიღაცა ხომ არა ხარ? საერთოდ მინისტრად ასეთი ადამიანის დანიშვნა წარმოუდგენელია რამეა და ამას ვერ ხედავს კვირიკაშვილი?“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.