ლევან ბერძენიშვილი - ალექსანდრე ჯეჯელავა ამართლებს ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაში წიგნი ვერ წაიკითხეს, ისე იშოვეს ფული

ლევან ბერძენიშვილი - ალექსანდრე ჯეჯელავა ამართლებს ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაში წიგნი ვერ წაიკითხეს, ისე იშოვეს ფული

ალექსანდრე ჯეჯელავა თავისი ორიგინალურობით დაამტკიცებს მალე, რომ ”ვეფხისტყაოსანი” არ არის საჭირო, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.

მისი თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავა ამართლებს ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაში წიგნი ვერ წაიკითხეს, ისე იშოვეს ფული და ახლა ცდილობენ განათლებულ ადამიანებად მოგვაჩვენონ თავი. 

”ამ ახალმა კაცმა, რომელიც ორიგინალური აზროვნებით გამოირჩევა, გვაჩვენა საით წავა ჩვენი განათლება. განათლება წავა ქართული, ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ და ეს მინისტრი თავისი ორიგინალურობით დაამტკიცებს მალე, რომ ”ვეფხისტყაოსანი” არ არის საჭირო. ვერავინ აუხსნა, რატომ უნდა ვისწავლოთ ლექსები ზეპირად, ასევე, მას ვერავინ აუხსნის, საერთოდ რა საჭიროა მხატვრული ცოდნა. იცის კარგად, რომ მენეჯმენტი არის აუცილებელი, ანუ ის ამართლებს ისეთი ადამიანების ცხოვრებას, რომლებმაც ცხოვრებაში წიგნი ვერ წაიკითხეს, ისე იშოვეს ფული და ახლა ცდილობენ განათლებულ ადამიანებად მოგვაჩვენონ თავი”, - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველოს სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა. ”ჩვენ სკოლაში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. მასწავლებლები ჩაგდებულები არიან კატასტროფულ მდგომარეობაში და მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებელი არ უნდა ფიქრობდეს მაღალ ხელფასზეო. მინისტრს რატომ უნდა ჰქონდეს მასწავლებელზე 20-ჯერ მეტი ხელფასი?! იმიტომ, რომ ზღაპრის გაგება არ შეუძლია და წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს, ამიტომ უნდა ჰქონდეს 20-ჯერ მეტი ხელფასი?!”, - განაცხადა ბერძენიშვილმა. მისი თქმით, მასწავლებელს ქვეყანაში ყველაზე მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს საჯარო სამსახურში.