ბახვა კვირიკაშვილი - „აუდიტორია 115“ არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის ადგილი უნივერსიტეტში არ არის

ბახვა კვირიკაშვილი - „აუდიტორია 115“ არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის ადგილი უნივერსიტეტში არ არის

„აუდიტორია 115“ არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის ადგილი უნივერსიტეტში არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა განუცხადა. 
მისი თქმით, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა საერთო პოზიცია დააფიქსიროს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში ცდილობდნენ საარჩევნო უბნების პიკეტირებას და, ასევე, მოახდინეს მეექვსე კორპუსის დაკავება, უნივერსიტეტი უნდა დაატოვებინონ. 
ბახვა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. ”დღეს ვნახეთ პროცესი, როდესაც უნივერსიტეტმა საერთო პოზიცია უნდა დააფიქსიროს და უთხრან ამ ადამიანებს, რომ მათი ადგილი უნივერსიტეტში არ არის. „აუდიტორია 115“ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია, რომლის ადგილი უნივერსიტეტში არ არის. ისინი დაძრწიან და ხელს უშლიან უნივერსიტეტის ფუნქციონირებას. ეს დაუშვებელია”, - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.