დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე დადგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა

დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე დადგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელზეც მომავალ წლებში ფინანსთა სამინისტრო იმუშავებს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, როდესაც კომპანიები, მოგების გადასახადს გადაიხდიან მაშინ, თუ მოხდება მისი დივიდენდად ან სხვა ხარჯად განაწილება. ფინანსთა სამინისტრომ აქტიურად იმუშავა იმ მიმართულებით, რომ გამარტივებულიყო დეკლარირების პროცესი და კომპანიებისთვის, რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო ურთიერთობა საგადასახადო სამსახურებთან",-აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ბიზნესი ყველაზე მეტ დროს ბიუროკატიასთან ურთიერთობაში ხარჯავს, როდესაც მას ურთიერთობა აქვს საგადასახადო სამსახურებთან.

"ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ კარგი და წარმატებული ნაბიჯები გადავდგით. საქართველო მსოფლიოში რეიტინგით მე-9 ქვეყანაა დაბალი გადასახადების კუთხით. ჩვენ, ასევე, გავაუმჯობესეთ რეიტინგი დეკლარირების სიმარტივის მიმართულებით. შემდგომი ნაბიჯი იქნება ავტომატური დეკლარირება, რომელიც ბიზნესს მნიშვნელოვანწილად გაუმარტივებს დეკლარირების პროცესს. შესაბამისად, შეუმცირებს როგორც დროის, ისე ფინანსურ და საოპერაციო დანახარჯებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესს რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეხარჯოს ბიუროკრატიასთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.