ბახვა კვირიკაშვილი:   მინდა ვუთხრა ყველას, ნუ გადააყოლებენ 20 000 სტუდენტს 40 ადამიანს

ბახვა კვირიკაშვილი: მინდა ვუთხრა ყველას, ნუ გადააყოლებენ 20 000 სტუდენტს 40 ადამიანს

არჩევნები იყო საკმაოდ დაძაბული, რამდენიმე უბანზე სტუდენტებს არ ჰქონდათ საშუალება დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია, იმ 2000 ადამიანმაც, ვინც არჩევნებზე მივიდა, ხმა მისცა პირველ სააათამდე, მერე რამდენი მოვიდოდა არავინ იცის, - ასეთი კომენატარი გააკეთა2030.news-თან თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თვითმმართველობას არასოდეს ჰქონია პრობლემა „აუდიტორია 115“-თან თანამშრომლობის. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მათ არაერთხელ გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობისთვის, თუმცა „აუდიტორია 115“ მოლაპარაკებაზე არასოდეს მოსულა.

„თვითმმართველობა მათთან თანამშრომლობისთვის მუდამ მზად იყო. მარტშიც არაერთხელ გამოვთქვით მზაობა თანამშრომლობისთვის, მაგრამ ყოველთვის ჩვენ მარტო ვრჩებოდით მაგიდასთან, არავინ მოდიოდა. თანამშრომლობა ძნელია ალბათ, როცა 40-მდე სტუდენტს აქვს პიკეტირებული მეექსვე კორპუსი და სტუდენტებს, ვისაც მართლა სწავლა სურს ხელი ეშლებათ. მინდა ვუთხრა ყველას,  ნუ გადააყოლებენ 20000 სტუდენტს 40 ადამიანს. დანარჩენი გამოჩნდება, ვინ როგორი ფორმით ითანამშრომლებს”,- განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.