მე დავინახე ოპოზიცია, რომელიც ზის იმისთვის, რომ კრიტიკული სახე მიიღოს

მე დავინახე ოპოზიცია, რომელიც ზის იმისთვის, რომ კრიტიკული სახე მიიღოს

ოპოზიციას აქვს თავისი ნიშნა - კრიტიკა კრიტიკისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა დღეს გამართული საპარლამენტო მოსმენების შეფასებისას აღნიშნა.

„თავისთავად ცხადია, ოპოზიციას აქვს თავისი ნიშნა - კრიტიკა კრიტიკისთვის. რიგ შემთხვევებში ოპოზიციამ ძალიან ბევრი შინაარსობრივი შეცდომა დაუშვა. მეტიც, ისინი ელემენტარულ საკითხებშიც არ ერკვევიან, მათი პროფესიონალიზმი, მათი კვალიფიკაცია, რასაც ვუყურებდი, არის ძალიან დაბალი. მე მგონი ზოგს პროგრამაც კი არ ჰქონდა წაკითხული. მე დავინახე უმცირესობა, ოპოზიცია, რომელიც ზის იმისთვის, რომ კრიტიკული სახე მიიღოს, კრიტიკული ფორმით გამოხატონ თავისი აზრები და მეტი არაფერი”, - განაცხადა სესიაშვილმა.