თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ რამდენიმე კვირის წინ მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით შეტყობინება "თბილისის მიკროავტობუსისგან" მიიღეს.
როგორც 2030.news-ს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, კომპანიამ საფასურის გაზრდის მოთხოვნით წერილი მერიაში შარშანაც შეიტანა, თუმცა საფასურის გაზრდა არ მომხდარა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ საფასურის გაზრდა არც ახლა ელოდებიან.