არ ვმალავ, პრობლემები უკრაინის მიმართულებით იქმნებოდა და ამ პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა

არ ვმალავ, პრობლემები უკრაინის მიმართულებით იქმნებოდა და ამ პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა

არ ვმალავ, პრობლემები უკრაინის მიმართულებით იქმნებოდა და ამ პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც კვირიკაშვილმა მათ პასუხად განაცხადა, უკრაინაში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს.

”უკრაინაში იყო არა ერთი ორმხრივი ვიზიტი. იყო რამდენიმე მინისტრის ვიზიტი. იქედანაც იყო მინისტრების ვიზიტი საქართველოში. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვიცი, რატომ არ შედგა ვიზიტი პრემიერ-მინისტრის დონეზე - შეიძლება არ იყო მიწვევა. ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ უკრაინა არის ჩვენი უახლოესი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, რასაც კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებ. არ ვმალავ, რომ პრობლემები ამ მიმართულებით იქმნებოდა და ამ პრობლემებს ოდესის გუბერნატორი ქმნიდა. მოგეხსენებათ, მისი არა ერთი ძალიან დესტრუქციული განცხადება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში, არც ერთ მომენტში, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ ასახულა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. მე შემიძლია ათობით შემთხვევა მოგიყვანოთ, როცა ჩვენ ძალიან მკაფიო მხადაჭერა გამოვხატეთ უკარინის მიმართ. ჩვენ აქ თავის სამართლებელი ნამდვილად არაფერი გვაქვს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის უმნიშვნელოვანესი, ორივე ქვეყანა არის დასავლური ოჯახის წევრი, რომელთაც საერთო სტრატეგიული მიზანი გააჩნია.

”რა თქმა უნდა, იყო უხერხულობები. მე ვიქნებოდა ახლა სირაქლემას პოზიციაში, რომ ამაზე არ მეთქვა, მაგრამ იმასაც ვამბობ, რომ ამ უხერხულობებს არც ერთ მომენტში არ ჰქონია გავლენა ორ ქვეყანს შორის ურთიერთოებებზე. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.