გიორგი კვირიკაშვილი - მე აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც არის წარმოდგენილი

გიორგი კვირიკაშვილი - მე აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც არის წარმოდგენილი

მე აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც არის წარმოდგენილი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას შეკითხვას. 

კერძოდ, ნიკა მელია გიორგი კვირიკაშვილისგან დაინტერესდა, თუ ვისი დაკომპლექტებულია გუნდი, რომელიც დღეს პარლამენტშია წარდგენილი. 
გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას აღნიშნულ შეკითხვას არაკორექტული უწოდა და განმარტა, რომ ის სრულად იღებს პასუხისმგებლობას როგორც გუნდზე, ასევე საკადრო ცვლილებებზე. 

”ეს გუნდი, რომელიც წარმოდგენილია თქვენი დაკომპლექტებულია? თქვენი რეკომენდაციით არის აქ წარმოდგენილი? ამას იმიტომ გეკითხებით რომ საზოგადოების ნაწილში არის მოსაზრება, რომ თქვენ ნომინალური პრემიერ-მინისტრი ხართ და თქვენ რეალურად ვერ წყვეტთ საკითხებს”, - მიმართა კითხვით ნიკა მელიამ. 

”ნიკა მელიას შეკითხვა ნომინალურ პრემიერ მინისტრობასთან დაკავშირებით იყო არაკორექტული. მე მაინც კონსტრუქციულად გიპასუხებთ. აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც არის წარმოდგენილი და ყველა საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება დღეს მინისტრთა კაბინეტის ფარგლებში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.