გიორგი კვირიკაშვილი - ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ კონტრიბუციას აკეთებს ქვეყნის განვითარებაში

გიორგი კვირიკაშვილი - ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ კონტრიბუციას აკეთებს ქვეყნის განვითარებაში

ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ კონტრიბუციას აკეთებს ქვეყნის განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელმაც პრემიერობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილის განცხადებები შეახსენა, რომ ”მეოთხე წელი საუკეთესო იქნებოდა ქვეყნის ცხოვრებაში”.

”რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს, რომ ის ჯიბიდან გადაიხდის ფულს. არ ვიცი, ალბათ თქვენ არ გინდათ დაინახოთ, თუ რა თანხებს იხდის ბიძინა ივანიშვილი ჯიბიდან ქვეყნის განვითარებისთვის, ”ქართუ” ბანკის მეშვეობით. მე მოგიწოდებთ, რომ მოიკითხოთ ეს ინფორმაცია, თუ რა ხდება ”ქართუ” ფონდის საქმიანობის მიმართულებით, რა პროექტებს აფინანსებენ, როგორც კულტურული მემკვიდრეობების მიმართულებით, ასევე უნივერსიტეტის მშენებლობის და ა.შ. თუ ამ ინფორმაციას მოიკითხავთ, დარწმუნდებით, რომ ის ადამიანი ძალიან დიდ კონტრიბუციას აკეთებს ქვეყნის განვითარებაში. ეს არ არის ჩემი საქმე, რომ ღრმად წავიდე, მაგრამ დამერწმუნებით, რომ შეიძლება თქვენც კი გაკვირვებული დარჩეთ. მგონია, რომ ეს ყველაფერი იცით, მაგრამ აკეთებთ იმას, რომ გინდათ თეთრზე შავი თქვათ, მაგრამ რა ვქნათ, ეს არის თქვენი ფუნქცია, თქვენ ოპოზიცია ხართ და ამის უფლება გაქვთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.