”აუდიტორია 115”-მა თსუ-ს მეორე კორპუსში იმ საარჩევნო უბნის პიკეტირება მოახდინა, სადაც სტუდენტური თვითმმართველობა იმყოფებოდა

”აუდიტორია 115”-მა თსუ-ს მეორე კორპუსში იმ საარჩევნო უბნის პიკეტირება მოახდინა, სადაც სტუდენტური თვითმმართველობა იმყოფებოდა

”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებმა თსუ-ს მეორე კორპუსში იმ საარჩევნო უბნის პიკეტირებაც მოახდინეს, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. თავდაპირველად მათ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები არ აძლევდნენ საშუალებას ამ უბნის პიკეტირების, თუმცა შემდეგ უბნის მიმდებარე ტერიტორია თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დატოვეს, რის შემდეგაც უბნის შესასვლელთან აუდიტორიის წარმომადგენლები განლაგდნენ. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენელმა გვანცა ხონელიძემ განუცხადა, ისინი მოითხოვენ თვითმმართველობის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას. 

’ჩვენ მოვითხოვთ, რომ თსუ-ს რექტორმა თვითმმართველობის არჩვენები გამოაცხადოს არალეგიტიმურად. ამის მიზეზი არის ბევრი. ჯერ კიდევ 2012 წლიდან არაჯანსაღი პროცესები მიმდინარეობდა უნივერსიტეტში, მათ შორის რომლებიც ეხებოდა მასალების უქონლობას, სწავლის დაბალ ხარსხს, ამას მიზანმიმართულად უშლიდა ხელს სტუდენტური თვითმმართველობა. ისინი სახსრებზე ფლობენ ძალიან დიდ წვდომას და არამიზნობრივად ხარჯავენ ამ სახსრებს. მაგალითად, გუდაურსა და ბაკურიანში ტრეინინგებზე არამიზნობრივად იხარჯება 35 000 ლარი. მათ აქვთ იერარქიული სისტემა, ჰყავთ პრეზიდენტი, მოადგილეები, ჩვენ ალტერნატიულ პოზიტიურ მოდელს ვთავაზობთ უნივერსიტეტს, რომელიც კლუბურ სისტემას ეფუძნება. ყველა კლუბს და სტუდენტურ გაერთიანებას შეეძლება დაფინანსების მიღება. ასევე სტუდენტური თვითმმართველობა იყო სხვადახვა პარტიის მხრიდან მართული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სისტემა არის გადმონაშთი და გვინდა შეიცვალოს”, - განაცხადა გვანცა ხონელიძემ.