თსუ-ს მეორე კორპუსში, „აუდიტორია 115“-ის წევრებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის უსაფრთხოების სამსახური დგას

თსუ-ს მეორე კორპუსში, „აუდიტორია 115“-ის წევრებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის უსაფრთხოების სამსახური დგას

თსუ-ს მეორე კორპუსში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბულია. აღნიშნულ უბანთან ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები და თვითმმართველობის წევრები იმყოფებიან. 

აუდიტორიის წარმომადგენლები ამ უბნის პიკეტირებასაც შეეცადნენ, თუმცა ამის საშუალება თვითმმართველობის წევრებმა და დელეგატობის კანდიდატებმა არ მისცეს.

აღნიშნული ჯგფები ერთმანეთის პირისპირ დგანან და მათ შორის თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან განლაგებული. 
როგორც ჟურნალისტებს დელეგატობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, თვითმმართველობის წევრმა თათია წულაძემ განუცხადა, „აუდიტორია 115“ არის მარგინალური ძალა, რომელიც კონსტიტუციის უხეში დარღვევით ცდილობს ჩაშალოს საარჩევნო პროცესი და პიკეტირებას ახდენს საარჩევნო უბნების. თავის მხრივ, „აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არალეგიტიმურია და ისინი თსუ-ს ადმინისტრაციას არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

თავდაპირველად ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებს მეორე კორპუსის შენობა დაკეტილი დახვდათ. შენობის გახსნის შემდეგ მათ ამ კორპუსში მდებარე ორი უბნიდან ერთის პიკეტირება მოახდინეს, ერთთან კი დაპირისპირებული მხარეები არიან შეკრებილნი, საარჩევნო პროცესი ამ უბანზე არ მიმდინარეობს.