გიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი 2“-ის საკითხზე - დღეს საქართველოში მედია არის როგორც არასდროს თავისუფალი

გიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი 2“-ის საკითხზე - დღეს საქართველოში მედია არის როგორც არასდროს თავისუფალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის საკითხს გააჩნია ორი განზომილება - ეს არის საკუთრების და მედიის თავისუფლების განზომილება. 
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისურვებდა, რომ ორივე ნაწილში სახელმწიფო იყოს პირნათელი და დარწმუნებულია, რომ ეს ასე იქნება. 
„მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მედიის თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ემყარება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა. დღეს საქართველოში მედია არის, როგორც არასდროს თავისუფალი. დღეს სასამართლოც არის თავისუფალი ყველანაირი ზეწოლისგან და ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ, რომ ეს გადაწყვეტილებები იქნას მიღებული სამართლის პრინციებიდან გამომდინარე. ამ საკითხს გააჩნია ორი განზომილება, ეს არის საკუთრების და მედიის თავისუფლების განზომილება. მე ვისურვებდი, რომ ორივე ნაწილში სახელმწიფო იყოს პირნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნებ“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.