”აუდიტორია 115” თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში საპროტესტო აქციას მართავს

”აუდიტორია 115” თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში საპროტესტო აქციას მართავს

”აუდიტორია 115” თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. მათ ფოიეში უნივერსიტეტის კიბეებიდან გადმოინაცვლეს, სადაც გააჟღერეს მანიფესტი. მანიფესტში სტუდენტების ნაწილის მოთხოვნებია დაფიქსირებული. კერძოდ, საუბარია თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებაზე, საფაკულტეტო საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევაზე, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სრულ რეაბილიტაციაზე და ასევე სხვა მოთხოვნებზე, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს.
„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები განლაგდნენ უნივერსიტეტის მეორე და მესამე სართულზე იმ აუდიტორიებთან, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციას არ მისცემენ საშუალებას „უკანონო არჩევნების ჩატარების“, თუმცა მათივე თქმით, მათ ამ აუდიტორიების კარებები დაკეტილი დახვდათ. 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. თსუ-ის 20 615 სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს აირჩევს. სულ უნივერსიტეტს 140 წევრისაგან შემდგარი სტუდენტური თვითმმართველობა ეყოლება.