მიხეილ ჯანელიძე - აფრიკაში საქართველოს მოქალაქის გატაცებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაგირებას მოახდენს

მიხეილ ჯანელიძე - აფრიკაში საქართველოს მოქალაქის გატაცებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაგირებას მოახდენს

აფრიკაში საქართველოს მოქალაქის გატაცების შემთხვევასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები რეაგირებას მოახდენენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, აფრიკაში საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ შარაბიძე გაიტაცეს, ითხოვენ გამოსასყიდს და მისი ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის გამოსახსნელად არაფერს აკეთებს. 
„არ არსებობს არც ერთ შემთხვევა, რომელზეც რეაგირება არ მოუხდენია საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები რეაგირებას მოახდნენ“,- განაცხადა ჯანელიძემ.