გიორგი კვირიკაშვილი - დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა

გიორგი კვირიკაშვილი - დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა

დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

კვირიკაშვილმა ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პოლიტიკას მომავალი 4 წლის განმავლობაში გააგრძელებს.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა და ეს რეფორმა კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს სტანდარტებს ნატო-ს სტანდარტებთან და უმნიშვნელოვანესია, რომ გარდა თავსებადობისა, ეს რეფორმა მიმართულია ჩვენი ქვეყნის შიდა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. თავდაცვის მინისტრს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გეგმები აქვს და დიდი მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც გააჩნია კიდევაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური დონიდან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.