მოხეში მცხოვრები მუსლიმები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო უარს იტყვის შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე

მოხეში მცხოვრები მუსლიმები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო უარს იტყვის შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე

მოხეში მცხოვრები მუსლიმები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს სადავოდ გამხდარი შენობის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის საკითხის დადგენას და საერთოდ უარს იტყვის შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე. ამის შესახებ მოხეში მცხოვრები მუსლიმების საჯარო განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ადგილობრივი მუსლიმი თემი კრიტიკულ საჯარო განცხადებას გააკეთებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. 

”დღეს, 25 ნოემბერს, 13:00 საათზე, სოფელ მოხის ადგილობრივი მუსლიმი თემი, ისტორიული ნაგებობის შენობასთან პარასკევის ტრადიციულ (ჯუმას) ლოცვას კვლავ ღია ცის ქვეშ წაიკითხავს და ამავდროულად კრიტიკულ საჯარო განცხადებას გააკეთებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. 

მოხის კომისიის ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, მუსლიმები გამოთქვამენ წუხილს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს სადავოდ გამხდარი შენობის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის საკითხის დადგენას და საერთოდ უარს იტყვის შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე, რაც სახელმწიფოს დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკის შედეგია. მუსლიმების თქმით, მათი მოთხოვნა არსებითად არა ლოცვისთვის სივრცის მიცემა, არამედ ისტორიული შენობის ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების პროცესის სამართლიანი დაგეგმვა და განხორციელებაა”,- ნათქვამია განცხადებაში.