რაულ ხაჯიმბა მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

რაულ ხაჯიმბა მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დეკემბრის დასაწყისში რუსეთის დედაქალაქს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„1-2 დეკემბერს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სამუშაო ვიზიტით ეწვევა რუსეთის ფედერაციას, რომლის ფარგლებშიც შედგება შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ფართო სპექტრის საკითხების განხილვა, რომელიც აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებს ეხება“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.