დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს

დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს

ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ქუთაისში, პარლამენტში განაცხადა. 

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილია და დღეს მას პარლამენტის წევრებს წარუდგენს. 

,,ძირითადი ცვლილებები იქნება რამდენიმე მიმართულებით განხორციელებული. პირველი ეს არის უზრუნველყოფა უფრო მიწვდომადი და ხარისხიანი ჯანდაცვის. მეორე - ეს არის მედიკამენტების კომპონენტზე მიწვდომადობის გაძლიერება და მესამე - არის სამედიცინო დახმარების სერვისების განფასების ახალი ინტეგრალური სისტემის დანერგვა“, - განაცხადა სერგეენკომ. 

რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას, დავით სერგეენკოს თქმით, ამ მიმართულებით მთავარი ამოცანაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მდგრადობა და გამოყენებული იყოს ახალი მიდგომები, რომელიც სამედიცინო დახმარებას უფრო ხარისხიანს და უფრო მიწვდომადს, მეორე მხრივ, კი უფრო ხარჯთეფექტურს გახდის. 

მინისტრობის კანდიდატებს დღეს ქუთაიში, პარლამენტში, ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ.