ფრანსუა ფიიონმა რუსეთთან მიმართებაში ფრანსუა ოლანდის პოლიტიკა გააკრიტიკა

ფრანსუა ფიიონმა რუსეთთან მიმართებაში ფრანსუა ოლანდის პოლიტიკა გააკრიტიკა

საფრანგეთის მემარჯვენეებისა და ცენტრისტების პრაიმერიზის სატელევიზიო დებატებში საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა რუსეთთან მიმართებაში პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პოლიტიკა გააკრიტიკა, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde. 

ფრანსუა ფიიონის შეფასებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიერ რუსეთთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკა „აბსურდულია“ და იწვევს რუსეთის „იზოლაციასა და ნაციონალისტური რეფლექსებით მოქმედებას“.

„რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა, ბირთვული შეიარაღებით, აქედან გამომდინარე, სახიფათო ქვეყანაა თუ მას ექცევი ისე, როგორც ჩვენ ვექცეოდით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. რასაც მე ვითხოვ, არის ის, რომ დავჯდეთ ერთ მაგიდასთან რუსებთან ისე რომ ამის ნებართვას ამერიკელებისგან არ ვითხოვდეთ და კვლავ დავამყაროთ კავშირი, რომელიც საშუალებას მოგვცემს რუსეთი ევროპას მივაბათ“, - განაცხადა ფრანსუა ფიიონმა. 

კითხვაზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იგი შეაქო და დაახასიათა როგორც მაღალი დონის პროფესიონალი, ფრანსუა ფიიონმა აღნიშნა, რომ მას პუტინთან სამუშაო ურთიერთობები ჰქონდა, როდესაც ის ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ფუნქციებს ასრულებდა და ეს ერთადერთი ურთიერთობაა, რაც მას ვლადიმერ პუტინთან აკავშირებს. 

საფრანგეთის მემარჯვენეებისა და ცენტრისტების პრაიმერიზის პირველ ტურში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა გაიმარჯვა. შედეგების მიხედვით, ფრანსუა ფიიონმა მხარდამჭერთა ხმების 44.1% მიიღო. პრაიმერიზის მეორე ტური კვირას 27 ნოემბერს ჩატარდება, რომელშიც ერთმანეთსფრანსუა ფიიონი და ალენ ჟუპე დაუპირისპირდებიან.