„აუდიტორია 115“-ის წევრები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც 2030.news-ს „აუდიტორია 115“-ის წევრმა ანი რობაქიძემ განაცხადა, აქცია 13:00 საათზე დაიწყება.
მისივე თქმით, აქციაზე უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას გააპროტესტებენ.
"აუცილებელია, რომ თვითმმართველობის მოქმედი სტრუქტურა გაუქმდეს და ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, სადაც ყველა სტუდენტი იქნება თანასწორი", - განაცხადა ანა რობაქიძემ.
„აუდიტორია 115“-ის წევრებმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს.
ისინი თვითმმართველობის გაუქმებას და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების სწრაფად შეტანას მოითხოვენ.