დონალდ ტუსკი ვარაუდობს, რომ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება წლის ბოლომდე მოხერხდება

დონალდ ტუსკი ვარაუდობს, რომ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება წლის ბოლომდე მოხერხდება

ევროპაში  არავინ არის დაინეტერესებული უკრაინისა და სხვა ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის დაბლოკვით. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ევროკავშირ-უკრაინის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვა კი შეეხებოდა ინფორმაციას, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პროცესს საფრანგეთი აფერხებს.

„ჩვენ გვაქვს შიდა აზრთა სხვადასხვაობა შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. თუმცა, დამიჯერეთ, ეს ცუდი განზრხავა არ არის.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესის დასრულებას წლის ბოლომდე შევძლებთ. ეს არის საკმაოდ რეალისტური პროგნოზი. მსურს აღვნიშნო, რომ გასულ კვირებში საფრანგეთი მოლაპარაკებებში ძალიან კონსტრქუციული იყო და ცდილობდა შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობას“,-აღნიშნა ტუსკმა.

მისივე თქმით, ყველა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ უკრაინა არის მზად სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად.

"ეს გადაწყვეტილება ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ უკრაინის მიღწევის აღიარებაა. ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდება, როგორც კი ევროკავშირის საბჭო დ აევროპარლამენტი შეთანხმდებიან ევროკავშირის სავიზო პოლიტიკაზე. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ მარტინ შულცთან და ჩვენ შეთანხმების მისაღწევად ევროპარლამენტთან გავააქტიურებთ მუშაობას. თუცმა, მსურს აღვნიშნო, რომ ეს მოლაპარაკებები უკვე აღარ ეხება უკრაინას, უკრაინამ საკუთარი ვალდებულებები შეასრულა შესანიშნავად. ახლა მოლაპრაკებები ეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროაპრლამენტს",-აღნიშნა ტუსკმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის თქმით კი, არსებობს მცირე უთანხმოება, რომელიც ძალიან მალე აღმოიფხვრება.

„პრობლემა წლის ბოლომდე გადაიჭრება“,-აღნიშნა იუნკერმა.