”აუდიტორია 115”-ის სტუდენტებმა თსუ-ის მე-6 კორპუსი დაიკავეს

”აუდიტორია 115”-ის სტუდენტებმა თსუ-ის მე-6 კორპუსი დაიკავეს

”აუდიტორია 115”-ის სტუდენტებმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ჯავახიძემ განუცხადა, სტუდენტები მე-6 კორპუსში იმყოფებიან და არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულება, რაშიც თვითმმართველობის გაუქმება და უნივერსიტეტში სხვა რეფორმების განხორციელება იგულისხმება.

”ვიმყოფებით მე-6 კორპუსში. ავჭედეთ ორივე კარი და შენობა პიკეტირებულია. აქაურობას არ დავტოვებთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება”, - განაცხადა ჯავახიძემ.

ხვალ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი.