როგორც ადრე, ახლაც იგივეს ვიმეორებ - კაბელების საქმეზე პირების დაპატიმრება იყო ყოფილი პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება

როგორც ადრე, ახლაც იგივეს ვიმეორებ - კაბელების საქმეზე პირების დაპატიმრება იყო ყოფილი პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება

როგორც ადრე ვამბობდი, ახლაც იგივეს ვიმეორებ - კაბელების საქმეზე პირების დაპატიმრება იყო წინა პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ასე უპასუხა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ კითხვას, რჩება თუ არა პოზიციაზე, რომ ე.წ. კაბელების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამ საქმეზე მსჯავრდებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ის თავის პოზიციაზე რჩება და იმედი აქვს, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გათავისუფლდებიან.

„ჩემთვის უმთავრესია პრინციპები და ღირებულებები, რასაც მე არასდროს გადავუხვევ. დანარჩენი სხვა - თანამდებობა, ეს არის მეორეხარისხოვანი. რაც შეეხება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, გიორგი კვირიკაშვილის გუნდში არის სწორი გადაწყვეტილება, ისევე როგორც მანამდე გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით არ მაქვს ერთი კითხვაც კი, სწორად მოვიქეცი თუ არა. კაბელების საქმე და იმ ხუთი ადამიანის დროულად გათავისუფლება, ჩვემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ვფიქრობ, აქედან უფრო მეტის გაკეთებას და მხარდაჭერას შევძლებ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.