არსებობს გარკვეული შიდა მომენტები, რომელიც აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ამ გამოწვევებსაც შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს

არსებობს გარკვეული შიდა მომენტები, რომელიც აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ამ გამოწვევებსაც შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს

ჩვენ ყველას გვესმის, რომ გვაქვს ღია და მცირე ეკონომიკა, თუმცა ასევე გვესმის, რომ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორებს დავაბრალოთ”, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ეკონომიკური პროფილის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

გახარიას განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში კერძო სექტორის გაძილიერება, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეასრულოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებითვე, ქართული ეკონომიკა საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, სადაც, ერთი მხრივ, ზრდის პოტენციალი ნაწილობრივ არსებობს, ხოლო, მეორე მხრივ, გამოწვევებია რეგიონსა და სავაჭრო პარტნიორებთან, რაც, როგორც მან აღნიშნა, პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

გახარია სამ ძირითად კომპონენტსაც გამოჰყოფს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის ეონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

”ჩვენი ეკონომიკის იდეოლოგია გახლავთ თავისუფალი ბაზრის პრინციპი და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი კერძო სექტორი. სექტორი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რომელმაც უნდა მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის სწრაფ ზრდაში. გამომდინარე აქედან, ჩვენ გვესმის, რომ ამის ფუნდამენტი გახლავთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და თავისუფალი, კონკურენტული გარემოს შექმნა. საქართველოს ეკონომიკას, დღეს საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება. ჩვენ ყველას გვესმის, რომ გვაქვს ღია და მცირე ეკონომიკა, თუმცა ასევე გვესმის, რომ ჩვენ არ ვართ იმ მდგომაეობაზე, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორებს დავაბრალოთ. არსებობს გარკვეული შიდა მომენტები, რომელიც აფერხებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ამ გამოწვევებსაც შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ქართული ეკონომიკა დღეს არის გამოწვევების ეკონომიკა - ერთი მხრივ აშკარაა, რომ ზრდის პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივ არის გათვალისწინებული, ხოლო, მეორე მხრივ, არის სერიოზული გამოწვევები რეგიონსა და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, რაც ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაში,” - განაცხადა გიორგი გახარიამ