ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანეის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იურიდიულად სავალდებულო არ არის, თუმცა საკანონმდბელო ორგანოს პოზიციას გამოხატავს და რეკომენდაციული ხასიათისაა.
დოკუმენტს 479-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 37 იყო, 107-მა კი თავი შეიკავა.
როგორც 23 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, ევროპარლამენტში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპრაკებების შეწყვეტის შესახებ კენჭისყრის შედეგებს ანკარასთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.