ევროპარლამენტში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების პროცესი დაგვეჩქარებინა

ევროპარლამენტში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების პროცესი დაგვეჩქარებინა

საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა უკრაინა-ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე  განაცხადა.

"ჩვენ ევროპარლამენტში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენ მოვამზადეთ ყველაფერი, შესაბამის კომიტეტებში გაიმართა კენჭისყრები ერთი მხრივ ვიზალიბერალიზაციაზე, ხოლო მეორე მხრივ - შეჩერების მექანიზმზე. ახლა გადაწყვეტილება აქ არის მისაღები, საბჭოში და არა ევროპარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას იპოვიან",-აღნიშნა შულცმა. 

ამასთან, მარტინ შულცმა უარყო ინფორმაცია, თითქოს შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეული იქნება საფრანგეთში 2017 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

"ეს არის არის საფრანგეთის არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია ევრკავშირის წევრი ქვეყნების უნარზე, მიაღწიონ შეთანხმებას", - განაცხადა მარტინ შულცმა.

მისი თქმით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე ასევე განხილული იქნება უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.