სანდრო გირგვლიანის მეგობარმა ელენე ხოშტარიამ ირინა ენუქიძის ხსოვნას უღალატა და ოთო კახიძის გვერდით მოკალათდა

სანდრო გირგვლიანის მეგობარმა ელენე ხოშტარიამ ირინა ენუქიძის ხსოვნას უღალატა და ოთო კახიძის გვერდით მოკალათდა

გისამძიმრებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი ზიხართ იქ, სადაც ზიხართ, ოთო კახიძის გვერდით. ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ელენე ხოშტარიას.

როგორც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც სანდრო გირგვლიანის მეგობარი იყო, უღალატა ირინა ენუქიძის ხსნოვას და ოთო კახიძის გვერდით მოკალათდა.

„გისამძიმრებთ ამ მორალურ, იმედია, დროებითს კრახს. ზიხართ იმ კაცის გვერდით, რომელიც დღეს ვანო მერაბიშვილს იცავს. მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ წამართმევს, მათ შორის, მორალური კრახის პირობებში მჯდარი ქალბატონი დეპუტატი, რომელმაც უღალატა ირინა ენუქიძის ხსოვნას და მოკალათდა ოთო კახიძის გვერდით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.