კრიმინალი გაზრდილი არ არის, ზეპირად საუბარი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჭორაობას ჰგავს

კრიმინალი გაზრდილი არ არის, ზეპირად საუბარი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჭორაობას ჰგავს

შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი მღებრიშვილის აზრით, გაზრდილ კრიმინალზე ზეპირად საუბარი ჭორაობას ჰგავს.

როგორც მღებრიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი არ არის.

„კითხვა შეეხებოდა გაზრდილ კრიმინალს. ამ ფორმატში ამ კითხვის დასმა ჩემთვის ახალი არ არის. როდესაც გაზრდილ კრიმინალს ახსენებთ, იქნებ ციფრები მოგვიყვანოთ?! მე მზად ვარ, რომ ნებისმიერი ციფრები წარმოგიდგინოთ იმის თაობაზე, რომ კრიმინალი გაზრდილი არ არის ქვეყანაში. ზეპირად საუბარი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჭორაობას ჰგავს. დავიღალეთ... კითხვა იყო თუ ბრალდებები ვეღარ ვარკვევ, მე თავის მართლებას არ ვაპირებ, პირდაპირ გეუბნებით, რომ საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ამის ციფრებს მე თქვენ წარმოგიდგენთ თუ თქვენ მეტყვით, რა ნაწილშია გაზრდილი კრიმინალი. რაც შეეხება სტატისტიკას, სტატისტიკა კვარტალში ერთელ მიეწოდება საქსტატს და თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ, თუ გაინტერესებთ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.