დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა ძალიან ეფექტური იქნება

დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა ძალიან ეფექტური იქნება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს ჩვენი მხრიდან ძალიან მაღალი ნდობის მანდატი აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, დღეს მინისტრობის კანდიდატებთან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაისმება სხვადასხვა შეკითხვები, სხდომა გახსნილი იქნება და ყველას შეეძლება პასუხების მოსმენა.

ბესელიას თქმით, მათ შორის, შეკითხვები იქნება შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა იქნება ძალიან ეფექტური, საჭიროებებზე და პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოსახლეობამ იგრძნოს სიკეთე, რომელიც ჩვენი პოლიტიკით და ხედვით გვინდა შევთავაზოთ მათ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამ წუთებში პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.