რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კრიტიკულია

რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კრიტიკულია

ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ძალიან კრიტიკულია, - ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გალი შესაძლოა სამხედრო ქალაქად გამოცხადდეს.

„ჩვენი პოზიცია რა თქმა უნდა, კრიტიკულია, ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის განვითარება, ხოლო თავდაცვის სისტემის ფარგლებში თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, არის საუკეთესო არჩევანი ყოველგვარი საფრთხის თავიდან აცილების პრევენციისთვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.