დონალდ ტრამპი მხარს არ უჭერს იდეას, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობას „გადატვირთვა“ ეწოდოს

დონალდ ტრამპი მხარს არ უჭერს იდეას, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობას „გადატვირთვა“ ეწოდოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგება, თუმცა მხარს არ უჭერს იმ იდეას, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობას „გადატვირთვა“ ეწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა The New York Times-ის ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ის ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს. მისი თქმით, „მშვენიერი“ იქნებოდა თუ ის და პუტინი ერთმანეთს გაუგებდნენ, მაგრამ უარი განაცხადა, რომ ურთიერთობების დათბობის პროცესს „გადატვირთვა“ ეწოდოს. 

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონის მცდელობამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაეუმჯობესებინა მარცხი განიცადა, ის არ გამოიყენებდა ამ ტერმინს.